რუსი ოლიგარქების საქართველო | რა გარიგებაში შევიდა ივანიშვილის "ქართული ოცნება" რუსეთთან

გამოქვეყნდა:

ომი ყველაფერს ვერ ჩამოწერს. მით უმეტეს ვერასდროს და ვერაფერი წაშლის პარტნიორებისთვის ზურგში ჩარტყმულ ლახვარს. ვერასდროს და ვერაფერი გაამართლებს დუმილს, მაშინ როცა ბავშვებს კლავენ და აუპატიურებენ. ვერასდროს და ვერავინ გაიზიარებს აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ტკივილს, თუ შენ სხვების უბედურებაზე ფულის შოვნა გადაწყვიტე. ერთ რამეს პუტინის ომი ნამდვილად გააკეთებს. ეს ომი ყველაფერს დაარქმევს თავის სახელს და ყველას ჩამოხსნის ნიღაბს.

გასულ კვირას ჩვენი ყურით მოვისმინეთ, როგორ უსურვებს ივანიშვილი პუტინის კარის ოლიგარქებს გაძლებას და გამაგრებას. შეიძლება თუ არა ეს ჩაითვალოს ასე პირდაპირ რუსეთის გულშემატიკოვრობად?! ალბათ უფრო კი. რუსი ოლიგარქების, ივანიშვილისა და ევტუშენკოვის მშობლიურ და თბილ ურთიერთობებს ამ გადაცემაში ისევ მივუბრუნდებით. მანამდე კი მთელი მსოფლიო წერს და აანალიზებს, რა გარიგებაში შევიდა ივანიშვილის "ქართული ოცნება" რუსეთთან?

უკრაინული დაზვერვის შოკისმომგვრელი ინფორმაციით, რუსეთი საქართველოს ხელისუფლებასთან მოლაპარაკებას აწარმოებს, რომ სანქცირებული პროდუქციის რეექსპორტი სწორედ საქართველოს გავლით მოხდეს. ეს პირდაპირი გზაა რუსული ორბიტისკენ და იმისკენ, რომ ჩვენს ქვეყანას მეორადი სანქციები დაეკისროს. გერმანული გამოცემა BILD კი პირდაპირ სვამს კითხვას: როგორ ეხმარება ივანიშვილი რუს ოლიგარქებს სანქციებისთვის თავის არიდებაში?!  რეალობა კი ასეთია, დღეს საქართველო რუსი ოლიგარქების უკანა ეზოდაა ქცეული.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი