ვის და რატომ აჩუქეს რაჭა | დავით ხიდაშელის კავშირი კრემლთან და რუს ოლიგარქებთან

გამოქვეყნდა:

რუსი ოლიგარქების, ივანიშვილისა და ევტუშენკოვის სატელეფონო საუბარში ნახესენები დათო, იგივე დავით ხიდაშელი, სხვათაშორის, რაჭის ტყეების ახალი განმკარგავია. 1 მლდ კვდარატული მეტრი ტყე 49-წლიანი იჯარით გადაეცა ბიზნესმენს, რომლის შესახებ მხოლოდ ის ვიცით, რომ რუსეთში გამდიდრდა, შემდეგ ივანიშვილის პირადი თხოვნით მოსკოვიდან რაღაც რუკა ჩამოიტანა, რომ ამ რუკის საფუძველზე წინასაარჩევნოდ პატრიოტული საქმე აღძრეს, რომ არჩევნების შემდეგ რუკაც დაივიწყეს და ისიც რომ გარეჯი საქართველოა.

სამაგიეროდ არ დაივიწყეს ხიდაშელი - და რიყის დოქებიც მიჰყიდეს საბაზროზე დაბალ ფასად, და ნახევარი რაჭაც დაუთმეს სამონადირეო მეურნეობის მოსაწყობად. მაგრამ ვინ ან რაზე უნდა ინადიროს მაგალითად საოკუპაციო ზოლიდან 400 მეტრში? უცნაურია ისიც, რომ ალი უზდენოვი - აი წინა სიუჟეტის გმირი, საქართველოში რომ გამოგზავნეს ღარიბაშივილთან შესახვედრად, პუტინმა გადაშენების პირას მყოფი ცხოველების გადარჩენისთვის დააჯილდოვა. იმ ცხოველებისა, რომელსაც უზდენოვი საკუთარ სამონადირეო მეურნეობებში ამრავლებს. ვერ გეტყვით რა კავშირი აქვს უზდენოევს რაჭასთან, მაგრამ მისი ვიზიტიდან მალევე სამონადირეო მეურნეობის ლიცენზია ხიდაშელს გადაეცა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი