დღეს საქართველო რუსი ოლიგარქების სათამაშო ეზოა. თუ დროზე არ გამოვფხიზლდით, ხვალ უკვე რუსეთის უკანა ეზოდ ან სულაც გუბერნიად გამოგვაცხადებენ. ხვალ უკვე გვიანი იქნება. უკვე მე-7 თვეა, საქართველოს მესამე პრეზიდენტი პუტინის პატიმრადაა გადაქცეული. პატიმრად, რომელსაც ხელისუფლება ნელა და მეთოდურად კლავს.
რამდენიმე თვის განმავლობაში სააკაშვილთან შეხვედრის საშუალებას მკურნალ ექიმებს არ აძლევდნენ. ახლა კი მედიკოსებმა ნახეს ანორექსიის ისეთი მძიმე ფორმა, რომელიც ხშირად პაციენტის გარდაცვალებით სრულდება ხოლმე. მით უმეტეს საქართველოში, სადაც ამგვარი დაავდებიდან სრულად გამოჯანმრთელების პრეცედენტი ჯერ არ გვაქვს, და მით უმეტეს ასეთი ადგილი ვერ იქნება ციხე.
დიახ, ხვალ შესაძლოა გვიან იყოს. მესამე პრეზიდენტი შესაძლოა უბრალოდ მოკლან იმ ხელისუფლების წარმომადგენლებმა, რომლებიც ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე ცინიზმით და ქილიკით საუბრობენ. ახლა ყოველ დღეს და ყოველ საათს მნიშვნელობა აქვს - რატომ მოდით ექიმებს მოვუსმინოთ.