დიდუბე-ჩუღურეთის და საბურთალოს მაჟორიტარ კანდიდატებზე კონსულტაციები მიმდინარეობს

გამოქვეყნდა:

ვინ იქნება დიდუბე-ჩუღურეთსა და საბურთალოზე ოპოზიციის მაჟორიტარობის კანდიდატი, ჯერ ისევ უცნობია. საბურთალოს მოსახლეობას, შესაძლოა, არჩევანის გაკეთება რამდენიმე ოპოზიციონერ კანდიდატს შორის მოუხდეს - აქ კენჭისყრას ალეკო ელისაშვილის გარდა, თაკო ჩარკვიანიც გეგმავს. ერთი მაგიდის ირგვლის შეკრებილი ოპოზიციონერები  კი ამბობენ, რომ ამ საკითხზე  კონსულტაციები ჯერ ისევ გრძელდება.

კონსულტაციები გრძელდება, ორი ოლქი როგორ განაწილდება. პერსონალიებზე ნუ მკითხავთ, თუმცა ინფორმირებული ვართ, რა კანდიდატები განიხილება, და იმედს ვიტოვებთ, რომ მრავალფეროვანი, მაღალი ელექტროლური და სოციალური პატივისცემის მქონე კანდიდატები შეირჩევა. სერიოზულად უნდა მივუდგეთ და გვახსოვდეს, რომ ამომრჩეველთან და ერთად ახლოს ყოფნა, მათ პრობლემებზე საუბარი, მედგრად ყოფნა და არგაყიდვა არის წინაპირობა მოგების, - ამბობს "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე. 

"ევროპული საქართველოს" პოლიტსაბჭოს წევრი გიგა ბოკერია მიიჩნევს, რომ საჭიროა ისეთი ცნობადი კანდიდატების დაყენება, რომლებიც პირველივე ტურში მოუგებენ "ოცნების" კანდიდატებს. 

საერთო ჯამში, ეს მრავალფეროვნება უნდა იქნეს შენარჩუნებული. ეს გვარები კი, მთელი პატივისცემით ყველას მიმართ, ეგ გვარები არ განიხილება. ერთ-ერთმა ივაჭრა და როდესაც ვერ მიიღო ეს ადგილი, მთელ იდეას დაუპირისპირდა, ელისაშვილი, სრულიად უსინდისოდ და ქალბატონი ჩარკვიანი ერთიან კანდიდატად არც განგვიხილავს არც ერთ პოლიტიკურ ძალას, - აცხადებს ბოკერია. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი