ჯილ ბაიდენი უკრაინელი ლტოლვილების მხარდასაჭერად, რუმინეთსა და სლოვაკეთში გაემგზავრება

გამოქვეყნდა:

ამერიკის შეერთებული შტატების პირველი ლედი, ჯილ ბაიდენი ამ კვირაში გაემგზავრება რუმინეთსა და სლოვაკეთში დევნილი უკრაინელი ოჯახების მხარდასაჭერად. ადამიანების, რომლებიც იძულებულნი გახდნენ გაქცეულიყვნენ თავიანთ ქვეყანაში სისხლისღვრასა და ძალადობას რუსეთის შეჭრის შემდეგ.

თეთრი სახლის ცნობით, ბაიდენი ორივე ქვეყნის - რუმინეთისა და სლოვაკეთის, უმაღლესი თანამდებობის პირებს შეხვდება. ამის შემდეგ კი საზღვარგარეთ მყოფ აშშ-ის სამხედროებთან ვიზიტია დაგეგმილი. 

მისი მარშრუტის დეტალები ბუქარესტში: პირველი ლედი გაემგზავრება რუმინეთში ხუთშაბათს, პარასკევს ესტუმრება საავიაციო ბაზას, სადაც შეხვდება სამხედრო მოსამსახურეებს, შაბათს კი გაემგზავრება დედაქალაქ ბუქარესტში, სადაც უმაღლესი თანამდებობის პირებსა და უკრაინელ ლტოლვილებს შეხვდება. 

ბუქარესტში ვიზიტის დასრულების შემდეგ, პირველი ლედი სლოვაკეთში გაემგზავრება, სადაც ომი დაწყებიდან დღემდე 250 000-ზე მეტი უკრაინელი გაიქცა. ჯილ ბაიდენი უკრაინელ ლტოლვილებთან ერთად იმ მოქალაქეებსაც შეხვდება, რომლებმაც სლოვაკეთში უკრაინელებს საკუთარი სახლის კარი გაუხსნეს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი