მტკნარი სიცრუეა, რომ მიხეილ სააკაშვილის არ ეწევა შესაბამისი სამედიცინო მომსახურება - ბრეგაძე

გამოქვეყნდა:

"საუბარი იმაზე, რომ თითქოს მას არ მიეწოდებოდა მკურანლობა, ბუნებრივია არის სრულიად დაუშვებელი და კონტექსტიდან ამოგლეჯილი" - იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე ისევ ამტკიცებს, რომ მესამე პრეზიდენტის ყველა საჭიროებას აკმაყოფილებენ.

"მე ვისაუბრებ იმ ცილისმწამებლურ კამპანიაზე, პირდაპირ ვიტყვი, რომელიც მიზანმიმართულად ხორციელდება სპეციალური პენიტენციური სამსახურის, ასევე, იუსტიციის სამინისტროს მიმართ, და რომლის მიზანიც არის პირდაპირ საზოგადოების შეცდომაში შეყვანა. 

აუცილებლად უნდა გავამახვილოთ ყურადღება იმ გარემოებაზე, რომ თითქოს მიხეილ სააკაშვილის არ ეწევა შესაბამისი სამედიცინო მომსახურება, რაც არის მტკნარი სიცრუე. გამომდინარე იქიდან, რომ მას ყოველთვის მიეწოდებოდა მკურნალობა, როგორც მე-12 დაწესებულებაში, ასევე, მე-18-ში, საზოგადოებისთვის კარგადაა ცნობილი, რომ იგი გადაყვანილი იყო გორის სამხედრო ჰოსპიტალში და სულ ახლახან, გაყვანილი იყო კვლევებზე სამედიცინო მულტი პროფილურ დაწესებულებაში", - თქვა ბრეგაძემ.

ბრეგაძემ, ასევე თქვა, რომ ტყუილია, თითქოს პენიტენციურმა სამსახურმა მიხეილ სააკაშვილი კვების გარეშე დატოვა.

მინისტრმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ სააკაშვილი საკუთარი სურვილით არ იყენებს სუფთა ჰაერზე სეირნობის უფლებას, ასევე, მიეწოდება სრულად მედიკამენტები, მაგრამ შერჩევით არ იღებს გარკევულ ჩამონათვალს.

"მე არ მისაუბრია ნდობასა თუ არ ნდობაზე. ამ დასკვნაში, [ომბუდსმენის კონსილიუმის] არსებობს გარკვეული მომენტები, სხვათა შორის ეს დანართი არ არის საჯარო, სახალხო დამცველის გადაწყვეტილებით და ჩვენ მივმართეთ რამდენიმე კითხვით სახალხო დამცველის აპარატს, რაზეც გვინდა პოზიციების დაზუსტება. ველოდებით პასუხს, მას შემდეგ, რაც პენიტენციური სამსახური მიიღებს არგუმენტირებულ პასუხს, გააანალიზებს ამ პასუხებს, თუ საჭიროება იქნება ამისა, რომ ჩატარდეს დამატებითი გასაუბრება ჯგუფის წევრებთან, მხოლოდ შემდეგ იქნება უკვე საუბარი შესაძლებელი იმ ღონისძიებებზე, რომელთა გატარება შესაძლოა იყოს საჭირო", - თქვა მინისტრმა.

ცნობისთვის, ოჯახი, ოპოზიციის ნაწილი და ასევე არასამთავრობოები მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანას ითხოვენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი