
"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე მესამე პრეზიდენტზე ამბობს, რომ მას ცილის მიღება შეუძლია, შესაბამისად თუ მიხეილ სააკაშვილს კვერცხს და ხაჭოს შეჭამს, პრობლემა მოგვარდება.
"ვერანაირ გადაცემასა და გათავისუფლებაზე ვერ იქნება საუბარი, ადამიანი, რომელიც ჩამოვიდა საქართველოში ხელისუფლების გადატრიალებისთვის, ქვეყნის არევისთვის და რომელიც დამსახურებულად იხდის სასჯელს, ბუნებრივია, უნდა იყოს იქ სადაც არის მისი ადგილი. შესაბამისად, აქ მკაფიოა პოზიცია. დეტალები არ ვიცი რაზეა იქ საუბარი, მაგრამ მარტივად გვაქვს აქ საქმე, კაცს შეუძლია მიიღოს ცილა და არ იღებს ცილას, კეთილი ინებოს, მიიღოს და დამთავრდება ამით ყველაფერი", - თქვა კობახიძემ.
ომბუდსმენის კონსილიუმი და მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებიც ამბობენ, რომ მესამე პრეზიდენტის საკვებს ვერ იღებს, ხოლო მისი მდგომარეობის გაუმჯობესება ციხის პირობებში ექიმებს ვერ წარმოუდენიათ. ამ ნაწილზე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ მისთვის გაუგებარია რატომ ვერ უნდა ჭამდეს ადამიანი ხაჭოსა და კვერცხს და ჭამდეს შოკოლადს.
"ჭამოს კვერცხი და ხაჭო და დამთავრდება პრობლემა. პოლიტიკური განცხადება აქ ვერ გაკეთდება, მე მგონია, რომ რძის პროდუქტებთან ერთად იმდენი ხანი იმგზავრა, ეტყობა განზიდვა რაღაც განზიდვა აქვს ამ პროდუქტის მიმართ, ეს ხუმრობით", - თქვა მან.
კობახიძემ არ გამორიცხა, რომ ცილოვანი საკვების ვერ მიღება, წინასწარ განზრახული გეგმის ნაწილი იყოს.