ივანიშვილის მთავრობის წევრებისთვის სანქციების დაწესებას სულ უფრო მეტი კონგრესმენი უჭერს მხარს

გამოქვეყნდა:

ბოლო ერთ თვეში ბიძინა ივანიშვილის მთავრობის წევრებისთვის სანქციების დაწესებას მხარი უკვე მეხუთე კონგრესმენმა დაუჭირა. სანქციების კანონპროექტს დღეს „რესპუბლიკელი“ რენდი ვებერი შეუერთდა.

პოლიტიკური იერიში კონგრესმენებს საქართველოს ხელისუფლებაზე, საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი პარალელურად მიაქვთ. 

ამერიკის კონგრესში ინიცირებული კანონპროექტი 1246 საქართველოს მთავრობისთვის სანქციების დაწესებას ითვალისწინებს. კონგრესმენები ფიქრობენ, რომ საქართველოს მთავრობამ დემოკრატიულ კურსს გადაუხვია, ამიტომ ტრამპის ადმინისტრაციამ სანქციებზე უნდა იფიქროს.

რაც იმას ნიშნავს, რომ ივანიშვილის მთავრობის წევრებს უცხოეთში საბანკო ანგარიშები დაებლოკებათ, მათ შორის შეზღუდვები დაუწესდებათ უძრავი ქონების გამოყენებაზე, თუ კი მას ფლობენ. გაუუქმდებათ ამერიკის ვიზა, თუ კი მას ფლობენ, თუ არ აქვთ ვეღარ მიიღებენ და სანქციები მოქმედების პერიოდში შეერთებულ შტატებში ვეღარ ჩავლენ. 

ეს მხოლოდ მცირე ნაწილია იმ სანქციების, რომელიც საქართველოს მთავრობის მიმართ შესაძლოა, ამერიკის მთვარობამ გამოიყენოს. კონგრესში პირველი ნაბიჯები უკვე გადადგმულია და ეს პროცესი ყოველდღიურად ხდება აქტუალური. 

საქართველოს მთავრობისთვის სანქციების დაწესებას მხარს უჭერს კონგრესმენიც პიტ ოლსინიც, რომელმაც დოკუმენტს ხელი გუშინ მოაწერა. ოლსონი ის ამერიკელი კანონმდებელია, რომელმაც პირველად საქართველოს ისტორიაში ქვეყნის ლიდერი სანაგვეზე მცხოვრებ თოჯინას შეადარა. 

ბიძინა ივანიშვილის მთავრობა, საქართველოს პირველი ხელისუფლებაა, რომლის მიმართაც შეერთებული შტატების კონგრესში სანქციების დაწესება მოითხოვეს და პროცესიც დაიწყეს. ოპოზიცია ფიქრობს, რომ ივანიშვილი ოლიგარქ პლახატნიუკის ბედს გაიზიარებს. 

პლახატნიუკის შემდეგ სანქციები ამერიკის მთავრობამ ბულგარელ მოსამართლესაც დაუწესა. მაიკ პომპეომ ტვიტერის გვერდზე ამჯერადაც თავად დაწერა, რომ კორუფციაში ბრალდების გამო მოსამართლე ანდონ მიტალოვს კონკრეტული შეზღუდვები დაუწესდეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი