
ომბუდსმენის კონსილიუმის წევრი, ანესთეზიოლოგ-რენიმატოლოგი გიორგი გრიგოლია მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მონაცმების გავრცელებასთან დაკავშირებით იუსტიციის მინისტრს პასუხობს და ამბობს, რომ ეს არაეთიკურად არ მიაჩნია.
მისი თქმით, იანვარში ვიზიტის დროს მათ მიიღეს ნებართვა მესამე პრეზიდენტისგან, რომ საჭიროების შემთხვევაში სამედიცინო ნაწილი გაასაჯაროვონ.
"ამაზე ჩვენ ლაპარაკი ბატონ მიხეილ სააკაშვილთანაც გვქონდა წინა ვიზიტის დროს, იანვარში, როცა მეც ვიყავი პირადად შესული და მემგონი თანხმობაც მივიღეთ, იმის შესახებ, რომ თუ რამე სამედიცინო ნაწილი არის საჭირო, რომ გავასაჯაროვოთ, გავასაჯაროვებდით. დავარღვიე ის, თუ მან ამიკრძალა ამის გასაჯაროვება და მე გავასაჯაროვე, რადგან ასეთი აკრძალვა არ ყოფილა, უბრალოდ ერთ-ერთი ლაბორატორიული მონაცემბის გასაჯროება, რაც არის უბრალოდ ალუმინის რაოდენობა სისხლი, მე არ მიმაჩნია არაეთიკურ და არანორმალურ საქციელად", - ამბობს ექიმი გიორგი გრიგოლია.
პენიტენციურმა საკითხზე სახალხო დამცველის მიმართა, განმარტოს ჰქონდა თუ არა მის მიერ შექმნილ ექსპერტთა ჯგუფის წევრს კანონმდებლობით გათვალისწინებული თანხმობა დასკვნის დანართის გასაჯაროებაზე, რომელშიც მოცემულია ჩივილები, დანიშნული მედიკამენტების ჩამონათვალი და სხვა მონაცემები.