ოკუპანტებმა დნესტრის შესართავთან ხიდი ისევ დაბომბეს

გამოქვეყნდა:

ოდესის რაიონში რუსეთმა კვლავ ესროლა რაკეტა დნესტრის შესართავთან არსებულ ხიდს - ამის შესახებ ოდესის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ოპერატიული შტაბის სპიკერმა, სერგეი ბრაჩუკმა განაცხადა.

"დნესტრის შესართავთან ხიდზე სარაკეტო სროლა განხორციელდა. ინფორმაციის დაზუსტება მიმდინარეობს", - განაცხადა ბრაჩუკმა.

ხიდზე თავდასხმა ოპერატიული სარდლობა "სამხრეთმაც" დაადასტურა.

"ოდესის რაიონში სამი რაკეტა გაისროლეს. მტერი აგრძელებს დნესტრის შესართავზე უმოქმედო ხიდის განადგურებას. ინფორმაცია ზარალისა და მსხვერპლის შესახებ ზუსტდება", - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, გასულ კვირას ოდესის რეგიონში რუსმა ოკუპანტებმა დნესტრის შესართავთან რკინიგზის ხიდს ორჯერ ესროლეს რაკეტა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი