რუსეთში, პერმის დენთის ქარხანაში ხანძრის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა

გამოქვეყნდა:

რუსეთში პერმის დენთის ქარხნის ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ერთი დაშავდა. შემთხვევა 1 მაისს საღამოს მოხდა, საწარმოო ობიექტზე ცეცხლი პროდუქტს გაუჩნდა.

"ინციდენტის შედეგად სამი მუშა დაშავდა, ერთი მათგანი ადგილზე გარდაიცვალა, ორი კი საავადმყოფოში გადაიყვანეს, რის შედეგადაც მეორე მუშა საავადმყოფოში გარდაიცვალა", - ნათქვამია შრომის სახელმწიფო ინსპექტორის განცხადებაში.

შემთხვევის მიზეზებს საგამოძიებო კომისია ადგენს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი