
საპროტესტო აქცია ერევანში. პრემიერმინისტრის გადადგომის მოთხოვნით გამართულ დემონსტრაციაზე 250-მდე ადამიანია დაკავებული.
აქციის მონაწილეებმა რამდენიმე ქუჩა გადაკეტეს და ამბობენ, რომ სახლში არ წავლენ, სანამ პრემიერმინისტრი ნიკოლ ფაშინიანი არ გადადგება.
საპროტესტო აქციები, რამდენიმე დღის წინ დაიწყო. მონაწილეების ნაწილმა კარვები გაშალა და ღამეს ქუჩაში ათევს. დაკავებულ აქციის მონაწილეებს შორის არაინ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, მათ შორის რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარის მოადგილე არმენ აშოტიანი.