
ისრაელი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებას, რომ ჰიტლერს ებრაული ფესვები ჰქონდა გმობს და მოსკოვისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს.
"ეს უპატიებელი და აღმაშფოთებელი... ასევე საშინელი ისტორიული შეცდომა",-თქვა ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
სერგეი ლავროვმა იტალიურ მედიასთან თქვა, რომ "ის ფაქტი, რომ ზელენსკი ებრაელია, არ უარყოფს მის ქვეყანაში ნაცისტურ ელემენტებს. მე მჯერა, რომ ადოლფ ჰიტლერსაც ებრაული სისხლი ჰქონდა".