ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენაზე უარს ამბობს | "ოცნება" საკუთარი გადაწყვეტილების წინააღმდეგ

გამოქვეყნდა:

მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენაზე ხელისუფლება უარს ამბობს. "ქართული ოცნების" ლიდერები მედიცინას და მედიკოსებს უპირისპირდებიან და არ აღიარებენ, რომ მესამე პრეზიდენტის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.

უფრო მეტიც, მმართველ პარტიაში წლების წინანდელ საკუთარ გადაწყვეტილებასაც არ აღიარებენ და დამატებით სამედიცინო კონსილიუმების შექმნას და დიაგნოზის დაზუსტებას მოითხოვენ.

ლაპარაკია ჯერ კიდევ დავით სერგეენკოს მინისტრობისას მიღებულ გადაწყვეტილებაზე, რომლის ძალითაც პატიმარი კონკრეტული დაავადების დიაგნოზით სასჯელისგან თავისუფლდება.

მიხეილ სააკაშვილს ერთ-ერთი ასეთი დიაგნოზი უკვე დაუდასტურდა, მაგრამ "ქართული ოცნება" ჯიუტად იმეორებს, რომ არ სჯერა ექიმების. ამ პოლიტიკურ-სამედიცინო დავის პირობებში კი მესამე პრეზიდენტის მდგომარეობა ყოველდღიურად უარესდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი