ხვალ შეიძლება რეანიმაცია დასჭირდეს, ზეგ შეიძლება გვიან იყოს - ექიმები მიხეილ სააკაშვილზე

გამოქვეყნდა:

ექიმები ამბობენ, რომ მესამე პეზიდენტის მდგომარეობა მძიმეა. თანმდევ დაავადებებთან ერთად, პოსტ-ტრავმული სინდრომის შედეგად განვითარებული ანორექსიის მკურნალობა კი სხვა პირობებშია რეკომენდირებული, ამიტომ საჭიროა სააკაშვილის გადაყვანა საზღვარგარეთაა მრავალპროფილურ კლინიკაში.

"მიხეილ საკაშვილის მდგომარეობა დღეს შეიძლება შეფასდეს, როგორც ტერმინალური, ანუ უმძიმესი, მიხეილ სააკაშვილს უკვე დღეს სჭირდება ინტენსიური თერაპია, ხვალ შეიძლება რეანიმაცია დასჭირდეს, ზეგ შეიძლება გვიან იყოს. მე მინდა ყველამ გაითავისოს, რომ აქ საუბარი მიდის არა კვირეებზე, არა შვიდ დღეზე, 10 დღეზე, აქ საუბარი შეიძლება მიდიოდეს საათებზე და რამდენიმე დღეზე", - თქვა ქირურგმა, ლევან ფერაძემ.

"ემპათიას" ხელმძღვნელი, მარიამ ჯიშკარიანი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა უკვე მოითხოვს ინტენსიური თერაპიის ღონისძიებებზე, მდგომარეობის დასტაბილურების შემდეგ კი ის რომელიმე ევროპულ კლინიკაში უნდა გადაიყვანონ.

ომბუდსმენის კონსილიუმის წერვი, გიორგი გრიგოლია აცხადებს, რომ ანორექსიის მკურნალობა 20% შემთხვევამდე ლეტალური შედეგით მთავრდება და მიზანშეწონილი იქნება სხვა პირობებში, სხვა გარემოში მკურნალობის გაგრძელება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი