
რომის პაპის, ფრანცისკეს თქმით, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა უთხრა, რომ პუტინი ომის დასრულებას 9 მაისს აპირებს.
"ორბანმა, როცა მას შევხვდი, მითხრა, რომ რუსებს აქვთ გეგმა, რომ ყველაფერი 9 მაისს დასრულდება. ამითაც აიხსნება ამ დღეების ესკალაციის სიჩქარე. რადგან ახლა ეს არ არის მხოლოდ დონბასი, ეს არის ყირიმი, ეს არის ოდესა, ის ართმევს შავი ზღვის პორტს უკრაინას.
არ არის საკმარისი ნება მშვიდობისთვის. მე პესიმისტურად ვარ განწყობილი, მაგრამ ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი ომის შესაჩერებლად", - განაცხადა რომის პაპმა ფრანცისკემ.
ცნობისთვის, რომის პაპმა ფრანცისკემ თქვა, რომ მზადაა მოსკოვში გაემგზავროს პუტინთან შესახვედრად, მაგრამ მას რუსეთის პრეზიდენტისგან პასუხი ამ დრომდე არ მიუღია.
ამავე თემაზე: