
რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად უკრაინაში უკვე 220 ბავშვი დიღუპა, 406-ზე მეტი კი დაშავდა. ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.
უწყების ცნობით, რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ უკრაინის ქალაქებისა და სოფლების მასიური დაბომბვის შედეგად დაზიანდა 1 584 სასწავლო დაწესებულება, საიდანაც 118 მთლიანად განადგურებულია.
ცნობისთვის, მონაცემები საბოლოო არ არის, რადგან აქტიური საომარი მოქმედებების გამო, დაღუპულთა და დაშავებულთა ზუსტი რაოდენობის დადგენა გართულებულია.