დღის განმავლობაში ველოდებით, შეიძლება მოხერხდეს შეხვედრა პატრიარქთან | დავით სააკაშვილი

გამოქვეყნდა:

საქართველოს მესამე პრეზიდენტის ძმა, დავით სააკაშვილი ამბობს, რომ დღეს შეიძლება პატრიარქს შეხვდნენ. მისი თქმით, სურთ ილია მეორეს აუხსნან, თუ რა საფრთხის წინაშე დგას მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა და სიცოცხლე.

"დღეს დილიდან დავიწყეთ შეხვედრები, სამოქალაქო საზოგადოებასთან. დღის განმავლობაში ველოდებით. შეიძლება მოხერხდეს შეხვედრა პატრიარქთან. გვინდა რომ უბრალოდ გავიგოთ მისი აზრი არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით და ავუხსნათ, თუ რა საფრთხის წინაშე დგას ჩემი ძმის ჯანმრთელობა და მისი სიცოცხლე", - ამბობს დავით სააკაშვილი.

შეახსენებთ, რომ მესამე პრეზიდენტის ოჯახი, მიხეილ სააკაშვილის ციხიდან გათავისუფლებას და საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანას ითხოვს. 

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი