ენმ ჯანდაცვის კომიტეტზე მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, ღია მოსმენის გამართვას ითხოვს 

გამოქვეყნდა:

პარლამენტში, ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ხატია დეკანოიძე მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ღია მოსმენის გამართვას მოითხოვს. 

ამასთან თამარ კორძაიამ პირადად მიმართა ყოფილ ჯანდაცვის მინისტრს, "ქართული ოცნების" დეპუტატს, დავით სერგეენკოს, რომ მივიდეს რუსთავის მე-12 დაწესებულებაში და მოინახულოს მიხეილ სააკაშვილი. 

"კობახიძემ დაადასტურა გუშინ, რომ პუტინის გამო ვერ გაათავისუფლებს მიხეილ სააკაშვილს. ეს არის საკუთარი ქვეყნისთვის პირდაპირ ღია ომის გამოცხადება",- ამბობს ხატია დეკანოიძე

"ქართული ოცნების" დეპუტატი, დიმიტრი ხუნდაძე ამბობს, რომ არ იქნება სწორი, რომ კლინიკური საკითხები ჯანდაცვის კომიტეტმა განიხილოს. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი