ნიკა მელია ვილნიუსში, აღმოსავლეთ პარტნიორობის კონფერენციას დაესწრო

გამოქვეყნდა:

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ნიკა მელია ვილნიუსში შვედეთის იარლ ჰალმარსონის ფონდისა და ვილფრიდ მარტენსის ცენტრის მიერ ორგანიზებულ კონფერენციას "აღმოსავლეთ პარტნიორობა და უსაფრთხოების ახალი წესრიგი - ევროპა საფრთხის წინაშე" ესწრება.

კონფერენციას ესწრებიან მაღალი რანგის პოლიტიკოსები, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და აკადემიური სფეროს წარმომადგენლები სხვადასხვა ქვეყნებიდან.

ნიკა მელიამ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას დეტალურად ისაუბრა მიხეილ სააკაშვილის მკვეთრად გაუარესებულ ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, მისი უფლებების უხეშ დარღვევებზე საქართველოს ხელისუფლების მიერ და მე-3 პრეზიდენტის სასწრაფო მკურნალობის აუცილებლობაზე.

პარტიის თავმჯდომარემ, ასევე, ისაუბრა რუსეთის მიერ უკრაინაში მიმდინარე აგრესიასა და გენოციდზე, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების და, კონკრეტულად, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პერსპექტივებსა და გამოწვევებზე და, საქართველოს შიდა პოლიტიკურ ვითარებაზე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი