"სიცოცხლისთვის" | 4 მაისს ათონელის სასახლესთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართება

გამოქვეყნდა:

ხვალ, 4 მაისს, 17:00 საათზე პრეზიდენტის რეზიდენციასთნ აქცია ჩაინიშნა. აქციის ორგანიზატორები მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები არიან. ისინი კონკრეტული გზავნილით საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს მიმართავენ:

ეს არ ეხება მარტო საქართველოს მესამე პრეზიდენტს და მის სიცოცხლეს, დავიცვათ, რომ ვიყოთ დაცულები; მოვუწოდოთ სალომე ზურაბიშვილს გააცნობიეროს საკუთარი პასუხისმგებლობა და გააკეთოს რაც შეუძლია, მიხეილ სააკაშვილის გადასარჩენად.

გელოდებით 4 მაისს, 17 სთ-ზე, მეხუთე პრეზიდენტის რეზიდენციასთან. თბილისი, ათონელის ქ. N25

პატივისცემით: ეკა წამალაშვილი. გია ჭანტურია და მეგობრები", - წერია განცხადებაში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი