რისთვის ემზადება რუსეთი | პუტინის დაავადებები, მოსალოდნელი ოპერაცია და მის შემცვლელად დასახელებული პატრუშევი

გამოქვეყნდა:

ხელისუფლების გადაბარებისთვის კრემლში ყველაფერი მზადაა. ვლადიმერ პუტინის რეალური, თუ შეთხზული ავადმყოფობის შესახებ სულ უფრო მეტი ინფორმაცია ვრცელდება, რაც რუსეთის ხელისუფლებაში შიდა გადატრიალების შესახებ ვერსიას ადასტურებს.

კა-გე-ბეს ყოფილ აგენტებზე დაყრდნობით, დასავლური მედია ავრცელებს ცნობებს რუსეთის პრეზიდენტის უმძიმესი დაავადების შესახებ. წყარო კრემლიდან ყვება, რომ პუტინს სასწრაფოდ სჭირდება ოპერაცია და ამ სამედიცინო მანიპულაციების პერიოდისთვის მას უკვე შერჩეული ყავს შეცვლელიც. 

ნიკოლაი პატრუშევი არის ადამიანი, რომელიც დიდი ალბათობით პუტინმა თავის მემკვიდრედ აირჩია. სპეცსამსახურში ყოფილი ხელმძღვანელი ახლა უშიშროების საბჭოს თავმჯდომარეა და სწორედ პატრუშევის სახელს უკავშირდება უკრაინაში ომის წამოწყების ლობირება.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი