
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში ინფიცირებული ქალის სიძეს კოვიდ 19 დაუდასტურდა - განცხადება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კახეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გააკეთა.
ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, 45 წლამდე მამაკაცი გუშინ ყარაჯალაში დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია. მას საკარანტინო სივრციდან ინფექციურ საავადმყოფოში უახლოეს საათებში გადაიყვანენ. მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ექიმების თქმით, მას კორონა ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ აღენიშნება.
თვითიზოლაციაში იმყოფება 7 მოქალაქე, რომლებიც დაავადებულების კონტაქტები არიან. ამ დრომდე დაუდგენელია ვირუსის გავრცელების თავდაპირველი წყარო. შეგახსენებთ, რომ ქალი, რომელსაც კორონა ვირუსი გუშინ დაუდასტურდა, ლილოს ბაზრობის თანამშრომელია.
ავტორი: ია გულიაშვილი.