
ნაციონალურმა მოძრაობამ პარასკევს, 6 მაისს 15:00 საათზე რუსთავის ციხესთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია ჩანიშნა.
ცნობისთვის, ექიმების შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. სახალხო დამცველის ინიციატივით შექმნილმა კონსილიუმის ჯგუფმა მესამე პრეზიდენტი 22 აპრილს მოინახულა. 27 აპრილს ნინო ლომჯარიამ კონსილიუმის დასკვნა გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ ბოლო ვიზიტთან (11.01.2022) შედარებით, პაციენტის მდგომარეობა დამატებით მნიშვნელოვნადაა გაუარესებული. პაციენტი ამჟამად არის უარყოფით კატაბოლურ მდგომარეობაში (ორგანიზმი მოიხმარს საკუთარი ორგანოების დაშლის შედეგად გამოყოფილ ცილებს - ერთგვარი თვითმონელება).
კერძოდ, მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად მიხეილ სააკაშვილს ფორმალურად შიმშილობა არ აქვს გამოცხადებული, წინა შიმშილობისგან განსხვავებით, მიმდინარეობს წონის კლება კუნთოვანი მასის (ცილის) კლების ხარჯზე. ამჟამად პაციენტის მდგომარეობა შეიძლება შეფასდეს, როგორც ცილოვანი შიმშილი (მიზეზი - ანორექსია).
მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრები, ადვოკატები და მხარდამჭეერები მესამე პრეზიდენტის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანას მოითხოვენ.