"ისტორიამ გვაჩვენა, რომ თუ დიქტატორებს არ შეეწინააღმდეგები, ისინი კვლავ მოდიან"| ბაიდენი

გამოქვეყნდა:

"ისტორიამ გვაჩვენა, რომ თუ დიქტატორებს არ შეეწინააღმდეგები, ისინი კვლავ მოდიან" - ამის შესახებ შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ალაბამას შტატში მდებარე იარაღის მწარმოებელ Lockheed Martin ქარხანაში ვიზიტისას განაცხადა.

ბაიდენმა უკრაინაში აშშ-ის სამხედრო დახმარებას დემოკრატიის დასაცავად "პირდაპირი ინვესტიცია" უწოდა. 

"ეს ფული პირდაპირი ინვესტიციაა თავად თავისუფლებისა და დემოკრატიის დასაცავად, რადგან თუ დიქტატორებს არ შეეწინააღმდეგები, ისტორიამ გვაჩვენა, რომ ისინი კვლავ მოდიან… ძალაუფლებისადმი მათი მადა იზრდება",-თქვა ბაიდენმა.

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკრაინელი სამხედროები "ხშირ შემთხვევაში აბრიყვებენ რუს სამხედროებს" აშშ-ს სამხედრო დახმარების მეშვეობით.

ბაიდენმა ასევე თქვა, რომ ომის დაწყების შემდეგ, აშშ-მა და მოკავშირეებმა უკრაინას უსაფრთხოებისთვის 3 მილიარდ დოლარზე მეტი დახმარება გაუგზავნა.

ცნობისთვის, Lockheed Martin ქარხანაში ტანკსაწინააღმდეგო ჯაველინის რაკეტებს აწარმოებენ, რომლებიც ერთ-ერთია იმ შეიარაღებიდან, რომელსაც ამერიკა უკრაინას აწვდის.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი