რუსები ავლენენ უძლურებას, რადგან უკრაინა მათ ძალებს აღემატება - ზელენსკი

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, სამშაბათს უკრაინის სხვადასხვა ქალაქზე მიტანილი სარაკეტო იერიშები რუსეთის უძლურებაზე მეტყველებს. 

ამასთან დაკავშირებით ზელენსკიმ ვიდეო მიმართვაში ისაუბრა:

"ნათელია, რომ რუსულმა მხარემ ძალიან ნერვიულად მოახდინა რეაგირება ჩვენს წარმატებებზე. უკრაინის სხვადასხვა ქალაქებზე განხორციელდა სარაკეტო იერიშები - ლვოვზე, ვინიცაზე, კიევის ოლქზე, დნეპროპეტროვსკის ოლქზე, ოდესაზე, ხარკოვის ოლქზე. ასეთი მასშტაბი ერთმნიშვნელოვნად მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთს აქვს განსაკუთრებული სამხედრო მიზანი. ზაკარპატიეზე იერიშის განხორციელება რას აძლევს რუსეთს? ისინი ავლენენ უძლურებას, რადგან უკრაინა მათ ძალებს აღემატება", - ამბობს ზელენსკი.

ასევე იხილეთ:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი