
სლოვაკეთი დაზიანებულ უკრაინულ სამხედრო ტექნიკას შეაკეთებს, - ამის შესახებ ინფორმაციას სლოვაკეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების სპიკერის, მარტინა კოვალ კაკასჩიკოვას თქმით, საომარ მოქმედებებში დაზიანებულ ტექნიკას, ერთ-ერთი სახელმწიფო კომპანია Konstrukta-Defence შეაკეთებს.
"სახელმწიფო კომპანიამ Konstrukta-Defence-მა უკრაინული სამხედრო ტექნოლოგიების შეკეთებასა და მოდერნიზების თაობაზე, კონტრაქტი დადო", - თქვა მან.
ცნობისთვის კომპანია Konstrukta–Defence აწარმოებს ყველა კატეგორიის მანქანას და სამხედრო ტექნოლოგიებს, რომლებიც გამოიყენება სლოვაკეთის შეიარაღებული ძალების მიერ. კომპანია ასევე აწარმოებს თვითმავალ "ჰაუბიცებს".