"პოლიტიკურად მოტივირებული საქმე დასასრულს უახლოვდება" | ნიკა გვარამია დღეს სასამართლოს დასკვნითი სიტყვით მიმართავს

გამოქვეყნდა:

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში "რუსთავი 2"-ის საქმეზე ნიკა გვარამიას ბოლო პროცესი გაიმართება. "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი სასამართლოს დღეს შემაჯამებელი სიტყვით მიმართავს.

საქმის განხილვა უკვე 2 წელი და 7 თვეა მიმდინარეობს. ადვოკატების შეფასებით, საქმე პოლიტიკურია და მასში ამ ხნის განმავლობაში ვერ მოიძებნა ვერც ერთი მტკიცებულება, რაც ნიკა გვარამიას ბრალეულობას ცხადყოფს.

ცნობისთვის, პროცესი ორთვიანი პაუზის შემდეგ განახლდება.

"დასასრულს უახლოვდება ნიკა გვარამიას მიმართ პოლიტიკური მოტივაციით წარმოებული სისხლის სამართლის საქმე. დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარე წარსდგება დასკვნითი სიტყვით, არ ვიცით მხოლოდ ამ ეტაპის გავლას მოვასწრებთ, თუ მხარეები ასევე გაცვლიან რეპლიკებს, არ ვიცით ასევე როდის გამოაცხადებს გადაწყვეტილებას სასამართლო, ვინაიდან ამ საქმის განხილვისას არაერთხელ მოხდა გრაფიკის არევა. ბოლოს, მაგალითად სასამართლო ძალიან ჩქარობდა საქმის დასრულებას, თუმცა შემდეგ, დაახლოებით 2 თვის წინ, რატომღაც განხილვის ტემპი შეჩერდა", - თქვა ადვოკატმა, დიმიტრი საძაგლიშვილმა.

მისივე თქმით, გადაწყვეტილება ნებისმიერ შემთხვევაში პოლიტიკური იქნება.

ცნობისთვის, ნიკა გვარამიას პროკურატურა ედავება ჯერ კიდევ "რუსთავი 2"-ის დირექტორობის დროს, სამაუწყებლო კომპანიის "კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის სამსახურებრივი მდგომარეობით გამოყენებას".

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი