
პალესტინის ისლამისტური დაჯგუფების, ჰამასის დელეგაცია მოსკოვში, რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობასთან "მნიშვნელოვანი მოლაპარაკებებისთვის" ჩავიდა, - ინფორმაციას, უცხოური მედია ავრცელებს.
მათი ცნობით, ჰამასის დელეგაცია შეხვედრებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ლიდერებთან და სხვა ოფიციალურ პირებთან გამართავს. შეხვედრაზე დაგეგმილია, იერუსალიმში არსებული ვითარების, ასევე რუსეთისა და ჰამასის ორმხრივი ურთიერთობების განხილვა.
ცნობისთვის, ჰამასი ისრაელის, კანადის, აშშ-ის, იაპონიის და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციადაა გამოცხადებული.