"ცილის მიღება, სეირნობა - ეს საზღვარგარეთ კი არა, აქაც შეიძლება" - ზარქუა მიხეილ სააკაშვილზე

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" დეპუტატი, ირაკლი ზარქუა ამბობს, რომ არცერთ ექიმს, რომელიც მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ კლინიკაში გადაყვანას ითხოვს, არ მოუწოდებია მისთვის, ჭამოს, ისეირნოს და სუფთა ჰაერზე იყოს. 

როგორც ზარქუამ აღნიშნა, ცილის მიღება და სეირნობა "აქაც შესაძლებელია".

"გარკვეული ჯგუფი ექიმებისა, ითხოვენ გადაყვანილ იქნას, არცერთ ექიმს არ მოუწოდებია პატიმარ სააკაშვილისთვის, რომ იკვებე, ისეირნე, იმოძრავე, რომელიც არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ყველა ადამიანისთვის. არც ერთს არ მოუწოდებია და ეს ჩემთვის უკვე გარკვეულ კითხვებს ბადებს, რომ ესენი არიან გარკვეული ინტერესით, თხოვნით თუ სხვა ინტერესებიდან გამომდინარე რაღაცა შეჯგუფდნენ და ამბობენ აი გადაიყვანეთ, ყველა სამედიცინო სერვისი მიეწოდება ამ ადამიანს, ისევე როგორც დანარჩენ პატიმრებს. კონკრეტულად თქვან, ცილის მიღება, სეირნობა - ეს საზღვარგარეთ კი არა, აქაც შეიძლება", - თქვა ზარქუამ. 

მისივე თქმით, თუ რაიმე გამოწვევა იქნება ჯანმრთელობის მიმართულებით, რეაგირებას შესაბამისი სამსახური მოახდენს - "შეეშვან ამ დრამატიზირებას, შეეშვან ამ უსაფუძვლო, ფუჭ მცდელობას, რომ საზოგადოება დაარწმუნონ, რომ თითქოს კვდება, არ კვდება".

ექიმები ამბობენ, რომ მიხეილ სააკაშვილის გააზრებული აქვს, რომ თუ ცილებს არ მიიღებს შედეგი შესაძლოა ფატალური იყოს, თუმცა მას ეს არ შეუძლია.  ოჯახი, ექიმთა ნაწილი, ასევე, "ნაციონალური მოძრაობა" ითხოვს, რომ ის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაიყვანონ.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი