პუტინი ვერ წაშლის უკრაინას მსოფლიო რუკიდან - ურსულა ფონ დერ ლაიენი

გამოქვეყნდა:

პუტინი ვერავითარ შემთხვევაში ვერ წაშლის უკრაინას მსოფლიო რუკიდან, - ამის შესახებ, ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა სტრასბურგში, ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც პუტინი ახრჩობს, რუსეთია, რადგან სანქციები ქვეყნის ეკონომიკას დივერსიფიკაციისა და მოდერნიზაციის უნარს ართმევს.

"პუტინს სურდა უკრაინის რუკიდან წაშლა, მაგრამ ის ვერ მიაღწევს წარმატებას. პირიქით, უკრაინას აქვს მოტივაცია და გამბედაობა, ასევე, ერთიანობა. მხოლოდ ერთი ქვეყანაა, რომელსაც პუტინი ახრჩობს - ეს არის რუსეთი. სანქციებით ჩვენ რუსეთის ეკონომიკას ვართმევთ დივერსიფიკაციისა და მოდერნიზაციის უნარს. გვინდა, რომ უკრაინამ მოიგოს ეს ომი. ჩვენ, ასევე, უნდა შევქმნათ პირობები უკრაინის წარმატებისთვის ომის შემდეგ", - თქვა ფონ დერ ლაიენმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი