"ქართული ოცნების" წევრები რუსთავის ციხეში მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მონახულებას აპირებენ. ამასთან დაკავშირებით მედიასთან "ოცნების" დეპუტატმა, სოზარ სუბარმა ისაუბრა:
"დეპრესიული განწყობა, სუიციდალური ქცევა, მადის დაქვეითება, გენერალიზირებული შფოთვა, ა.შ. მე იმედი მაქვს, არანაირ სუიციდიალურ ქცევას არ ექნება ადგილი მიხეილ სააკაშვილის მხრიდან, თუმცა, ერთი რამე შემიძლია გითხრათ, რომ ჯერ კიდევ 2013 წელს, როცა მე ვიყავი სასჯელაღსრულების მინისტრი, ჩვენ დავიწყეთ მართვა სუიციდის პროგრამის ციხეებში, იმედი მაქვს, რომ ეს არ დასჭირედება მიხეილ სააკაშვილს", - თქვა სუბარმა.
მანვე აღნიშნა, რომ საზოგადოება მალე გაიგებს, როდის იქნება ვიზიტი. სუბარს არ დაუკონკრეტებია, რომელი დეპუტატები აპირებენ მესამე პრეზიდენტის მონახულებას.