სასამართლომ რუსთავი 2-დან ნანუკა ჟორჟოლიანის გათავისუფლება უკანონოდ ცნო და ტელეკომპანიას კომპენსაციის გადახდა დააკისრა

გამოქვეყნდა:

თბილისის საქალაქო სასამართლომ რუსთავი 2-დან ნანუკა ჟორჟოლიანის გათავისუფლების ბრძანება 
უკანონოდ ცნო და ტელეკომპანიას კომპენსაციის გადახდა დააკისრა. 

ნანუკა ჟორჟოლიანის ინტერესებს "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" იცავდა. 

დღესვე, სასამართლომ უკანონოდ ცნო ნოდარ მელაძის გათავისუფლებაც და "რუსთავი 2"-ს კომპენსაციის გადახდა დააკისრა.

ცნობისთვის, ნანუკა ჟორჟოლიანი ტელეკომპანია რუსთავი 2-დან 2019 წლის აგვისტოში გაათავისუფლეს. მაშინ არხიდან გაუშვეს საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე, ასევე, გიორგი ლაფერაშვილი, გიორგი გაბუნია, ეკა კვესიტაძე და სხვა თანამშრომლები.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი