
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი პოლონეთში გაემგზავრა. ოფიციალური ინფორმაციით, "ოცნების" მეთაური დონორთა მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას, რომელსაც პოლონეთისა და შვედეთის პრემიერმინისტრები ევროპის საბჭოსა და ევროკომისიის პრეზიდენტებთან პარტნიორობით ერთობლივად უმასპინძლებენ.
უცნობია, ისაუბრებენ თუ არა ამ შეხვედრებზე მიხეილ სააკაშვილის უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანის საკითხზე. თუმცა გამორიცხული არ არის, მაღალი დონის შეხვედრებზე ღარიბაშვილის სააკაშვილის მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხის გაცემა მოუხდეს.
"ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი ღარიბაშვილი დონორთა მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციაში „უკრაინისთვის“ მიიღებს მონაწილეობას, რომელსაც პოლონეთისა და შვედეთის პრემიერ-მინისტრები ევროპის საბჭოსა და ევროკომისიის პრეზიდენტებთან პარტნიორობით ერთობლივად უმასპინძლებენ.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მონაწილეობას მიიღებს კონფერენციის ფარგლებში დაგეგმილ საქველმოქმედო სესიაში. საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი იმყოფება".-წერია მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაში.