ბელარუსმა სიკვდილით დასჯა დაამტკიცა | რა შემთხვევაში გამოიყენებენ "სასჯელის" ამ ფორმას

გამოქვეყნდა:

ბელარუსის პარლამენტმა "ტერორისტული თავდასხმის მცდელობისთვის" სიკვდილით დასჯა დაამტკიცა - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. 

ამიერიდან სიკვდილით დასჯა გათვალისწინებულია:

  • უცხო სახელმწიფოს ან საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლის მკვლელობის მცდელობა საერთაშორისო გართულებების პროვოცირების მიზნით;
  • ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობა, ბირთვული ენერგიის ობიექტების გამოყენებით, რადიოაქტიური ნივთიერებების ან ბირთვული მასალების, ქიმიური ან ბიოლოგიური ნივთიერებების გამოყენებით;
  • სახელმწიფო ან საზოგადო მოღვაწის მკვლელობის მცდელობა, ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობისთვის.

 სიკვდილით დასჯის შემოღების ინიციატორი ადგილობრივი დეპუტატები არიან.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი