"მოვედით, რომ აზოვსტალიდან ადამიანების ევაკუაციაში დახმარება ვითხოვოთ" | აქცია თურქეთის საელჩოსთან

გამოქვეყნდა:

აზოვსტალის ქარხანაში მყოფი მშვიდობიანი მოქალაქეების და სამხედროების გადასარჩენად ამ წუთებში, თურქეთის საელჩოსთან აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები დიპლომატიურ წარმომადგენლობას დახმარებას სთხოვენ.

აქციის მონაწილეები თურქეთის ხელისუფლებას მოუწოდებენ, კიდევ უფრო გააქტიურდეს და უზრუნველყოს ჰუმანიტარული დერეფანი მარიუპოლში ჩარჩენილებისთვის. პროტესტისკენ მოქალაქეებს, აზოვის ბატალიონის ერთ-ერთმა მეთაურმა გიორგი ქუფარაშვილმა მოუწოდა.

ავტორი: ნინო ჟიჟიაშვილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი