გაძლევთ გარანტიას, რომ ამბავი იქნება ისეთი, როგორიც არ უნახავს ჯერ საქართველოს, არაფერზე გამჩერებელი არავინ არ არის - ამბობს გარდაცვლილი ფეხბურთელის ბიძა მირიან ნიკოლაძე.
იგი ადასტურებს, რომ საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმე არის ფოტოგრაფი. ფეხბურთელის ბიძის თქმით, დაზიანებების შესახებ ოჯახიც ექსპერტიზის პასუხს ელოდება.
ბავშვს დაზიანებები ზოგადად აქვს მთელ ტანზე, როგორც სახის არეში, ისე ტანზე. მაგრამ მნიშვნელოვანია, როდის მიიღო ეს დაზიანებები, სიცოცხლის პერიოდში, თუ სიკვდილის შემდეგ. გაძლევთ გარანტიას, რომ ამბავი იქნება ისეთი, როგორიც არ უნახავს ჯერ საქართველოს, არაფერზე გამჩერებელი არავინ არ არის, - ამბობს ნიკოლაძე.
ამჟამად კი სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში კვლავ მიმდინარეობს იმ ახალგაზრდების ექსპერტიზა, რომლებიც გიორგი შაქარაშვილის საქმეში ფიგურირებენ.
მათ ნაწილს გარეგანი დაზიანებები არ აღენიშნება და ადვოკატებისთვის ამ ექსპერტიზის მიზანი გაურკვეველია. ახალგაზრდების ნაწილს კი პარალელურად ისევ პოლიციის განყოფილებაში კითხავენ.
დილით საექსპერტო ბიუროში, გარეგანი ექსპერტიზის ჩატარების მიზნით, იმყოფებოდა ერთ-ერთი მთავარი მოწმე გური ამირხანაშვილი. მას და ასევე ექსპერტიზაზე მყოფი მორაგბეებს ჟურნალისტების კითხვებზე პასუხი არ გაუციათ. ამირხანაშვილის ადვოკატისთვის გაუგებარია, რატომ ჩაუტარეს მისი დაცვის ქვეშ მყოფს ექსპერტიზა, რადგან მას დაზიანებები არ აღენიშნებოდა. დავით ჭიკაიძის თქმით, ამირხანაშვილს არ აქვს ინფორმაცია, რა მოხდა იმ სახლის გარეთ, სადაც თავიდან კონფლიქტი დაიწყო.