
ბათუმში სასტუმრო “სპუტნიკში” მცხოვრები უკრაინიდან დევნილები თავშესაფრის გარეშე რჩებიან. სასტუმროს ადმინისტრაციამ გუშინ უკრაინელ 70-მდე ოჯახს განუცხადა, რომ დაფინანსება შეწყვეტილია და სასტუმრო 5 მაისიდან უნდა დატოვონ.
მცირეწლოვანი ბავშვებით უკრაინის მოქალაქეები ომის დაწყებიდან რამდენიმე დღეში საქართველოში ჩამოვიდნენ, ზოგი მათგანი კი ტურისტად იყო ჩამოსული და საკუთარ სამშობლოში დაბრუნება ვეღარ შეძლო.
სასტუმროში მცხოვრებლები დახმარებას ითხოვენ. ამბობენ, რომ მათ არანაირი შემოსავალი არ აქვთ. მეუღლეები ომში იმყოფებიან, თავად კი ყოველგვარი შემოსავლის გარეშე არიან და ბინის ქირის საშუალება არ გააჩნიათ. რაც შეეხება სასტუმროს ადმინისტრაციას, ისინი სატელევიზიო კომენტარს არ აკეთებენ.
ავტორი: თეა ვაშალომიძე