
"როცა მე ვშიმშილობდი, მახსოვს სერგეენკოსა და ექიმი დეპუტატების სტუმრობა ჩემთან, რომელიც იყო უკიდურესად ადამიანური და ემოციური... იმედი მაქვს, რომ ექიმი დეპუტატები გადალახავენ იმ ზიზღის ბარიერებს, რაც აღმართულია და შევლენ", - ამის შესახებ დროას ლიდერი, ელენე ხოშტარია წერს და ასე ეხმაურება მიხეილ სააკაშვილის მიმართვას ექიმი დეპუტატებისადმი.
ქართული ოცნების, როგორც ბიძინა ივანიშვილის ერთეულის, ‘გამოსწორების’ არ მჯერა. ამასთანავე, მჯერა ცალკეული ადამიანების შინაგანი ადამიანობის რესურსის.
როცა მე ვშიმშილობდი, მახსოვს სერგეენკოს და ექიმი დეპუტატების სტუმრობა ჩემთან, რომელიც იყო უკიდურესად ადამიანური, ემოციური და რომელმაც ყველანაირი პოლიტიკური დაპირისპირება იმ წუთებში უბრალოდ გააქრო და ააორთქლა. ასეთი მომენტები ძალიან მნიშვნელოვანია და უდიდესი ძალა აქვს.
სააკაშვილის მიმართვა ექიმ დეპუტატებზე სწორედ ამ ტონით არის გამსჭვალული და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ექიმი დეპუტატები გადალახავენ იმ ზიზღის ბარიერებს, რაც აღმართულია და შევლენ, - წერს ხოშტარია.