
ერთი კვირა მეხვეწებოდა, შევხვდეთო, დათო ბაქრაძე, გიგა ბოკერიას რომც მოეწერა, არ შევხვდებოდი - აცხადებს ალეკო ელისაშვილი "დღის სტუმარში" ოპოზიციონერი მაჟორიტარების კანდიდატურების შერჩევის პროცესის კომენტირებისას.
ერთი კვირა ვითრევდი ფეხს, შევხვდით, ვილაპარაკეთ, ამის მერე კიდევ მომწერა ბაქრაძემ და ვუთხარი, არაფერი სალაპარაკო აღარ მაქვს. ასეთი შეხვედრის მერე გამოდიხარ და ორღობის დედაკაცივით ჭორაობ, ეს სად ისწავლეს, როგორ მაინტერესებს. ასეთი რამ როგორ უნდა იკადრო. მერე მე მაბრალებენ, მევაჭრებოდაო. გიგა ბოკერია სტამბოლის ბაზრის დირექტორია, მაჟორიტარების პრეზიდენტია, ქურდია და ის ანაწილებს მაჟორიტარებს?! - ამბობს იგი.
ელისაშვილი ამბობს, რომ ორ მაჟორიტარს მისი პარტიის რესურსებიდან გამომდინარე ითხოვდა. მისი თქმით, გული ერევა ბოკერიასა და მის მექრთამე ძმაკაცებზე, რომლებიც სადღაც კულისებში, ხალხის გარეშე წყვეტენ რაღაცეებს, და ამის საპირწონედ, ყველა ოპოზიციურ პარტიას მაჟორიტარების საკითხების პატიოსნად გადაწყვეტას სთავაზობს.
ელისაშვილი ამბობს, რომ ერთადერთი მიზეზი, რისთვისაც გაერთიანებული ოპოზიციის შეკრებებზე დადიოდა, საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხი იყო და არანაირ მოლაპარაკებებში მაჟორიტარებთან დაკავშირებით ის არ ჩართულა.
ალეკო ელისაშვილმა ახალ პარტიასთან დაკავშირებითაც ისაუბრა, რომლის შემადგენლობაშიც არ არიან ანა დოლიძე და ლევან კობერიძე. ახალ პარტიას, მისი თქმით, სამოქალაქო მოძრაობის ბირთვი ქმნის.
შეგახსენებთ, რომ ალეკო ელისაშვილმა "ლეიბორისტული მაგიდის" ირგვლივ არსებული ოპოზიციური ერთობა კონსულტაციების მიმდინარეობის დროს დატოვა, რის შემდეგაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უკვე ყოფილ წევრ ანა დოლიძესთან და "ქართული ოცნებიდან" წამოსულ ლევან კობერიძესთან ერთად ახალი პოლიტიკური პლატფორმა დააფუძნა. ელისაშვილი არ გამორიცხავს, რომ 2020 წლის არჩევნებზე, სამივე მათგანმა საკუთარი კანდიდატურა თბილისის ოლქებში წარადგინოს.
ოპოზიციურმა ერთობამ კი თბილისში არსებული რვა მაჟორიტარული ოლქიდან ექვსში, საერთო კანდიდატი უკვე წარადგინა. სია ასეთია:
საერთო კანდიდატთან დაკავშირებით კონსულტაციები დიდუბე-ჩუღურეთისა და საბურთალოს ოლქებზე ამ დრომდე გრძელდება.