
მოინახულებენ თუ არა "ქართული ოცნების" წარმომადგენლები მესამე პრეზიდენტს ციხეში, დღეს გახდება ცნობილი. მიხეილ სააკაშვილმა დეპუტატებს გუშინ მიმართა და მოუწოდა, მოინახულონ, არა როგორც პოლიტიკოსი, არამედ როგორც პაციენტი და გააკეთონ დასკვნა.
მიხეილ სააკაშვილი წერს, რომ დავით სერგეენკოს, დიმიტრი ხუნდაძესა და პარლამენტის სხვა ექიმ წევრებთან, არა პოლიტიკური დისკუსიის გამართვას, არამედ მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბარს გეგმავს.
"ხვალ გაგცემთ ამაზე პასუხს ყველას" - ასე უპასუხა დიმიტრი ხუნდაძემ "მთავარ არხს" კითხვაზე, გეგმავს თუ არა მიხეილ სააკაშვილის მონახულებას.