მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით დღეს მედიკოსები პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან შეხვედრას გამართავენ

გამოქვეყნდა:

მესამე პრეზიდენტის საზღვარგარეთ გადაყვანასთან დაკვშირებით დღეს მედიკოსები საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ისაუბრებენ. ორბელიანების სასახლეში, შეხვედრა ზუსტად 10 საათზე დაიწყება, თუმცა ამ დრომდე უცნობია, შეხვდება თუ არა მედიკოსებს თავად სალომე ზურაბიშვილი.

ექიმები დღეს სახალხო დამცველის კონსილიუმის დასკვნაზე ისაუბრებენ. სპეციალისტები ამბობენ, რომ მიხეილ სააკაშვილი წყლის და საკვების მიღებას ვეღარ ახერხებს, აქვს წნევები და მუდმივი სიცხე, უმძიმესი დაავადებების გამო კი კომპლექსური მკურნალობა, არა ციხეში არამედ საზღვარგარეთ შესაბამის კლინიკაში უნდა ჩაუტარდეს.

"შევხვდებით პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ქალბატონ თათოშვილს, ასევე, ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, ასე განგვიცხადა მან, სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით ბუნდოვანი პასუხი იყო, ჩვენ არ ვიცით ზუსტად, შესაძლებელია შეგვხვდეს. საქართველოს მესამე პრეზიდენტის სიკვდილი იქნება სრული კატასტროფა საქართველოსთვის, 30 წელია დამოუკიდებელი ქვეყანა ვართ და რას ვიღებთ, დამოუკიდებლობის პირველ წელს მოვკალით პირველი პრეზიდენტი, 31-ე წელს ვკლავთ საქართველოს მესამე პრეზიდენტს, ვფიქრობ, ეს უნდა გააცნობიეროს ქალბატონმა სალომემ", - თქვა "ახალგაზრდები ევროპული მომავლისთვის" ხელმძღვანელმა, მანანა ანდღულაძემ

ცნობისთვის, ექიმებისა და ექსპერტების, ასევე, ოპოზიციის ნაწილი და მიხეილ სააკაშვილის ოჯახი ითხოვს, რომ ის სამკურანალოდ საზღვარგარეთ კლინიკაში გადაიყვანონ. ოჯახი დღეს, კანცელარიასთან, 19:00 საათზე აქციასაც გამართავს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი