რუსებმა რამდენიმე დასახლებულ პუნქტზე კონტროლი დაკარგეს - უკრაინის გენშტაბი

გამოქვეყნდა:

რუსეთის ჯარებმა უკრაინის შეიარაღებულ ძალებთან ბრძოლის შემდეგ, ნიკოლაევისა და ხერსონის ოლქების საზღვარზე, რამდენიმე დასახლებულ პუნქტზე კონტროლი დაკარგეს. ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი ავრცელებს. 

უწყების ცნობით, მტერი არ წყვეტს შეტევით ოპერაციებს აღმოსავლეთის ოპერატიულ ზონაში, რათა დაამყაროს სრული კონტროლი დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების ტერიტორიაზე და შეინარჩუნოს სახმელეთო დერეფანი დროებით ოკუპირებულ ყირიმთან. 

ცნობისთვის, 4 მაისს უკრაინელმა დამცველებმა დონბასში მტრის 11 თავდასხმა მოიგერიეს, გაანადგურეს ოკუპანტების 5 ტანკი, 7 ერთეული ჯავშანტექნიკა და 5 ერთეული საავტომობილო ტექნიკა. 

უკრაინის საჰაერო თავდაცვისა და სახმელეთო ჯარების მიერ 9 საჰაერო სამიზნე განადგურდა, აქედან 4 უპილოტო საფრენი აპარატი (მათგან ორი საზენიტო რაკეტით), 3 საკრუიზო რაკეტა, 2 თვითმფრინავი (SU-30).

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი