რუსმა ოკუპანტებმა უკვე 221 ბავშვი მოკლეს, 408-ზე მეტი დაშავდა - უკრაინის პროკურატურა

გამოქვეყნდა:

რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად ქვეყანაში უკვე 221 ბავშვია დაღუპული, 408-ზე მეტი კი დაშავდა. ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს. 

უწყების ცნობით, ყველაზე მეტი ბავშვი დაზარალდა დონეცკის ოლქში - 139, კიევის ოლქში - 116, ხარკოვის ოლქში - 95, ჩერნიგოვის ოლქში - 68, ხერსონის ოლქში - 46, მიკოლაევის ოლქში - 44, ლუგანსკის ოლქში - 37, ზაპოროჟიეს ოლქში - 27, სუმის ოლქში - 17, დედაქალაქში - 16,  ჟიტომირის ოლქში - 15.

"3 მაისს, ნიკოლაევის რაიონის სოფელ ველიკი-კუტში რუსი ოკუპანტების თავდასხმის შედეგად 9 წლის გოგონა დაიჭრა.

კიევის რეგიონში რუსული არმიის მიერ ჩადენილი კრიმინალური დანაშაულების გამოძიების ფარგლებში, სოფელ შიბინეში 10 წლის გოგონას ცხედარი იპოვეს, რომელიც სახლზე მტრის ჭურვის დაცემის შედეგად დაიღუპა", - აცხადებენ პროკურატურაში.

რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ უკრაინის ქალაქებისა და სოფლების მასიური დაბომბვის შედეგად დაზიანდა 1 584 სასწავლო დაწესებულება, საიდანაც 118 მთლიანად განადგურებულია.

მონაცემები საბოლოო არ არის, რადგან აქტიური საომარი მოქმედებების გამო, დაღუპულთა და დაშავებულთა ზუსტი რაოდენობის დადგენა გართულებულია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი