რუსმა ოკუპანტებმა კრამატორსკზე სარაკეტო იერიში მიიტანეს - დაშავდა სულ მცირე 25 ადამიანი

გამოქვეყნდა:

რუსმა ოკუპანტებმა დონეცკის ოლქის ქალაქ კრამატორსკზე სარაკეტო იერიში მიიტანეს. 

ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, პავლო კირილენკოს ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად დაშავდა სულ მცირე 25 ადამიანი, მათგან 6 საავადმყოფოშია გადაყვანილი. 

მისივე თქმით, რაკეტებმა დააზიანა 9 სახლი, სკოლა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.

"რუსებს არ შეუძლიათ უკრაინის არმიასთან ბრძოლა, ამიტომ აგრძელებენ "ბრძოლას" მშვიდობიანი მოქალაქეებთან. ეს არის რუსული არმიის მორიგი სამხედრო დანაშაულის ჩვენს მიწაზე. ყველაფერს ვაფიქსირებთ, სასჯელს ვერავინ გადაურჩება", - წერს კირილენკო Telegram-ში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი