"მითხრეს, რომ ზურაბიშვილი დაინტერესებულია მესამე პრეზიდენტის მდგომარეობით" | ექიმების შეხვედრა ორბელიანების სასახლეში

გამოქვეყნდა:

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ექიმთა ასოციაციების წარმომადგენლების შეხვედრა დასრულდა. მედიკოსები ესაუბრნენ ადმინისტრაციის ხელმძღვანელს და პრეზიდენტის მრჩეველს ჯანდაცვის საკითხებში. 

"როგორც მითხრეს, თავად პრეზიდენტი არის მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობით დაინტერესებული და ქალბატონ სალომეს აინტერესებს ექიმებიდან დეტალები, თუ რა სიმძიმესთან გვაქვს საქმე და ჩვენ ყველანაირად ვეცადეთ, რომ დეტალებში ჩაგვეყნებინა ის საქმის კურსში", - თქვა კლინიკების ასოციაციის პრეზიდენტმა, ვილი პაჭკორიამ. 

პროფესორის, გიორგი ჩახუნაშის თქმით, ექიმებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ მესამე პრეზიდენტის ციხეში გაჩერება და იქ მკურნალობა შეუძლებელია. როგორც მან აღნიშნა, რომ დადებითი მოლოდინი აქვთ, რომ ზურაბიშვილი ქმედით ნაბიჯსს გადადგამს.

იხილეთ ასევე:

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი