
9 მაისს, მარიუპოლში, რუსი ოკუპანტები აპირებენ, ე.წ. ფილტრაციის ციხეში მყოფ 2 000-მდე კაცს უკრაინული ფორმები ჩააცვან და "ტყვეების აღლუმში" მიაღებინონ მონაწილეობა, - ამის შესახებ მარიუპოლის მერის მრჩეველმა, პეტრო ანდრიუშენკომ განაცხადა.
მისი თქმით, ოკუპანტების ეს ქმედება იმითაა განპირობებული, რომ რეალურად მათ საკმარისი რაოდენობის ტყვეები არ ჰყავთ.
"ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ დღეს ფილტრაციის ციხეში თითქმის 2000 კაცია მოთავსებული... რუსი ოკუპანტები ამ ადამიანებს ეუბნებიან, რომ უკრაინულ ფორმას ჩააცმევენ და მარიუპოლში ე.წ. "ტყვეების აღლუმზე" წაიყვანენ, რადგან რეალურად არ ჰყავთ საკმარისი ტყვეები", - ამბობს ანდიუშენკო
შეგახსნებთ, რომ ქალაქი მარიუპოლი რუსი ოკუპანტების მიერ 1 მარტიდან ბლოკირებულია, ქალაქში ჰუმანიტარული კატასტროფაა.