უკრაინის უდიდესმა თბოელექტროსადგურმა მუშაობა შეწყვიტა - ენერგოდარის მერი

გამოქვეყნდა:

უკრაინის უდიდესმა თბოელექტროსადგურმა მუშაობა შეწყვიტა, - ინფორმაციას ენერგოდარის მერი, დმიტრო ორლოვი ავრცელებს.

ორლოვი წერს, რომ ზაპოროჟიეს სადგურს ამოეწურა ქვანახშირი, რომლის მიწოდებაც შეუძლებელია რუსების მიერ ოკუპაციისა და სამხრეთ უკრაინაში საომარი მოქმედებების გამო.

"მინდა ავუხსნა ენერგოდარის მოსახლეობას ზაპოროჟიეს თბოსადგურის გათიშვასთან დაკავშირებით შექმნილი ვითარება. სამწუხაროდ, ეს იძულებითი ნაბიჯია - კომპანიას ქვანახშირი ამოეწურა და მისი რეგულარული მიწოდების ორგანიზება შეუძლებელია. ეს ხდება ჩვენი ქალაქის ოკუპაციის გამო, ასევე, ეს უკავშრდება ლოგისტიკურ სირთულეებს უკრაინის სამხრეთში მუდმივი ბრძოლების, დანგრეული ინფრასტრუქტურის, ხიდების და რკინიგზის მონაკვეთების გამო", - წერს დმიტრო ორლოვი. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი