ყოველ დღე ხელფეხშეკრულ ადამიანს სცემს "ქართული ოცნება", ეს არაჰუმანური საქციელია - ჯაფარიძე მიხეილ სააკაშვილზე

გამოქვეყნდა:

"ლელო საქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე ამბობს, რომ "ქართული ოცნება" ყოველ დღე ხელფეხშეკრულ ადამიანს სცემს და ეს არა მხოლოდ უპასუხისმგებლო, არამედ არაჰუმანური საქციელია.

"პატიმრობაში მყოფი ადამიანის დაცინვა, როდესაც მითუმეტეს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ყოველდღიურად უარესდება, ეს არის ხელფეხშეკრული ადამიანის ცემის ტოლფასი, აი ამას ვაკვირდებით ყველ დღე, ყველ დღე ხელფეხშეკრულ ადამიანს სცემს ქართული ოცნება და მისი სპიკერები და ეს არის არა მხოლოდ უპასუხისმგებლო, არამედ არაჰუმანური საქციელი, როგორ შეიძლება ასეთი ადამიანები წარმოადგენდნენ დღეს ჩვენ ხელისუფლებას", - თქვა ბადრი ჯაფარიძემ.

"ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი, აკაკი მინაშვილი კი ამბობს, რომ "ოცნების" დეპუტატები ჰიპოკრატეს ფიცს არ ასრულებენ. მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილით დაწყებული და პროცესში ჩართული სხვა პირებით დასრულებული ყველას პასუხისმგებლობა დაეკისრება.

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი