ენერგეტიკული გიგანტი, Shell რუსეთს ემშვიდობება | კომპანია რუსული ნავთობისა და გაზის პროექტს, "სახალინი-2" ტოვებს

გამოქვეყნდა:

ენერგეტიკული გიგანტის, Shell-ის აღმასრულებლებმა და ტექნიკურმა პერსონალმა, რუსული ნავთობისა და გაზის პროექტი "სახალინი-2" დატოვა - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. 

კომპანია იუწყება, რომ მხოლოდ პირველ კვარტალში რუსული პროექტებიდან გასვლის გამო, $3,894 მილიარდი დოლარის ხარჯები დაითვალა. 

Shell ფლობს 27,5%-იან წილს "სახალინ -2" პროექტში. 24 აპრილს ცნობილი გახდა, რომ კომპანია მოლაპარაკებებს აწარმოებს ჩინურ კომპანიებთან და "გაზპრომთან" პროექტის წილების გაყიდვაზე. 

მანამდე ცნობილი გახდა, რომ Shell „აჩერებს ყოველგვარ ახალ შეთანხმებას რუსული გემების გამოყენებასთან დაკავშირებით“. გარდა ამისა, კომპანია ეტაპობრივად შეაჩერებს რუსული ნავთობპროდუქტების, მილსადენის გაზისა და თხევადი ბუნებრივი აირის წარმოებას. კომპანიამ, ასევე, დააანონსა რუსეთში ყველა ბენზინგასამართი სადგურის დახურვის გეგმების შესახებ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი